კულტურა
სამეჯლისო ცეკვების ჩემპიონატები გაურკვეველი ვადით გადაიდო
კორონავირუსის პანდემიის გამო, სამეჯლისო მოცეკვავეებისთვის დაგეგმილი ჩემპიონატები გაუქმდა. ისინი მარტის შემდეგ, რეპეტიციებსაც ვერ გადიან.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციის გეგმის მიხედვით, მაისსა და ივლისში საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გამართულიყო, სადაც ახალციხიდან მონაწილეობას მიიღებდნენ როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები. შექმნილი ეპიდვითარების გამო, ჩემპიონატები გაუქმდა.

ელდარ გელაშვილი ახალციხეში საახალწლო ღონისძიების გამართვას გეგმავდა, სადაც მოცეკვავეები 15-მდე ქვეყნიდან უნდა ჩამოსულიყვნენ. აღნიშნული ღონისძიებაც გაურკვეველი ვადით გადაიდო. ელდარ გელაშვილი სამეჯლისო ცეკვებში 15-მდე ბავშვს ამეცადინებს. მასწავლებელი იმედოვნებს, რომ რეპეტიციები სექტემბრიდან აღდგება.

| Print |