კულტურა
სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმს ორ დღეში 70-მდე სტუმარი ჰყავდა

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების გახსნა, ეტაპობრივად დაიწყო. სამცხე-ჯავახეთში მუშაობა განაახლა ვარიისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმმა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიიღებენ. მათივე მონაცემებით, პირველ ეტაპზე გაიხსნა ის მუზეუმები, რომლებიც ამ რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ. ასეთია სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, რომელსაც გახსნიდან ორ დღეში 70-მდე სტუმარი ეწვია. დირექტორი იმედოვნებს, რომ დამთვალიერებლების რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

 


| Print |