კულტურა
დღეს ახალციხელობაა

 

30 ივნისს ახალციხეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული აღინიშნება. 30 ივნისი დიდმოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის დღესასწაულია. 

კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვ  ის დაწესებული შეზღუდვების გამო, წელს ქალაქის დღესასწაული კულტურული და სპორტული ღონისძიებებით არ აღინიშნება. 

რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება, რომლის დასრულების შემდეგაც სასულიერო პირები შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისს გადაიხდიან. 

სახელმწიფო მოხელე და გამორჩეული მეომარი შალვა ახალციხელი, XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას, მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით, ბასიანის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად წინამძღოლობდა.

ერთგულების, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. 

არაერთი წარმატებული ბრძოლის შემდეგ, შალვა ახალციხელისთვის საბედისწერო გარნისის ბრძოლა აღმოჩნდა. უთანასწორო ომში იგი ტყვედ ჩავარდა, სჯულის შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც, ჯალალ–ედ–დინმა სიკვდილით დასაჯა.

სწორედ ამიტომ, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, იგი წმინდანად შერაცხა.

ამავე თემაზე:
ვინ იყო შალვა ახალციხელი

 

| Print |