ეროვნულ ბიბლოთეკასა და „ჭაჭკარის განვითარების ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
19:42 / 22.07.2020
დღეს, 22 ივლისს რაბათის ციტადელზე ეროვნულ ბიბლოთეკასა და „ჭაჭკარის განვითარების ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ძირითადი მიზანია მე-16 საუკუნემდე დაკარგული მესხური ისტორიის მოძიება და აღდგენა. არქივებზე, ტოპონიმიკაზე, კონკრეტული კულინარიულ და კულტურულ მიმართულებებზე კვლევაა დაწყებული.
მხარეები ნამუშევრებით დაინტერესებულ პირებს მოძიებულ მასალებს ელექტრონულ ფორმით მიაწვდიან.