კულტურა
ბორჯომში, კავალერიის კორპუსის მშენებლობა ორ მილიონად შეფასდა
ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის კონცეფციის ფარგლებში დაიწყო ისტორიული შენობის - კავალერიის კორპუსის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი. სარესტავრაციო და საექსპოზიციო მოწყობის პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო კონცეფციის საფუძველზე შემუშავდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

2 მილიონად შეფასებული სამშენებლო სამუშაოები მომდევნო წლის ბოლომდე გასტანს, რომლის შემდგომ ისტორიული შენობა სამუზეუმო ექპონატებითა და სხვა ტურისტული დატვირთვის მქონე სივრცეებით აღიჭურვება. სამომავლოდ, იდეის პროექტი, ერთ არეალში 5 უნიკალურ ნაგებობას - რომანოვების ლიკანის რეზიდენციას, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, პირველი ჰიდროელექტროსადგურის შენობას, ბორჯომის ისტორიულ ქარხანასა და კავალერიის კორპუსს გააერთიანებს.

| Print |