კულტურა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეობს
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი "ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში" მონაწილეობს. იგი საქართველოს "ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიის" ნომინაციაშია წარდგენილი. ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს სპეციალური ბმულის საშუალებით შეუძლია: https://cabinet.wtgawards.com/vote

"Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების" 2020 წლის ნომინაციებზე რეგისტრაცია 10 აგვისტოს დაიწყო.

წელს პროექტს 20 ნომინაცია აქვს. ღონისძიება ქვეყნის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად და იმ პოზიტიური ქმედებების წახალისებას ემსახურება, რომლებიც ქართულ ბაზარზე არსებულმა კომპანიებმა ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში, კოვიდ პანდემიის პერიოდში და შემდეგ გააკეთეს. ნომინაციაზე წარდგენილი არიან რესტორნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები და სხვა.

"პროექტის მიზანი ყოველთვის იყო ინდუსტრიის მოტივირება, მაგრამ ეს მისია წელს გამორჩეულად საჭირო და მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ პროექტში მონაწილეობა სრულიად უსასყიდლოდ იყო შესაძლებელი" - ნათქვამია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხმის მიცემა 13 ნოემბერს დასრულდება.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფოტო.
| Print |