კულტურა
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებისთვის დროებით დაიხურა
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალმა ვიზიტორთა მიღება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დამთვალიერებელთა მიღება მას შემდეგ განახლდება, რაც ადმინისტრაციის თანამშრომელთა უსაფრთხოების რისკები გამოირიცხება.

"ეპიდემიური ვითარების წარმოქმნის რისკის გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებზე ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს.

დადგენილი რეგულაციების შესრულებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს და ტურისტულ კომპანიებს დაგეგმილი ვიზიტებისა და ტურების გადავადებისკენ მოუწოდებს. მუზეუმ ნაკრძალების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რისკის გამორიცხვის შემდეგ, კომპლექსებზე დამთვალიერებელთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განახლდება, რის შესახებ სააგენტო ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს. თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართომასშტაბიანი და უკონტროლო გავრცელება!"
- ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯაბა ნათენაძის ფოტო
| Print |