კულტურა
ბაკურიანში ტურისტული სეზონი წელს ტურისტების გარეშე ჩაივლის
საქართველში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მატების გამო სახელმწიფომ რეგულაციები გაამკაცრა. 28 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით, წესდება კომენდანტის საათი, გარდა ამისა იკრძალება რიგი საქმიანობები, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. შეზღუდვები ეხება სამთო-სათხილამურო კურორტებსაც. ზუსტად იმ დროს, როდესაც ბაკურიანში დამსვენებელი უნდა ასულიყო, მთავრობამ რეგულაციები შემოიღო. შესაბამისად, ვეღარ იმუშავებს ყველა სასტუმრო, კაფე-რესტორნები და მაღაზიები.

ბაკურიანს, სეზონზე ყოველწლიურად 150 000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა. ბორჯომის მერიის მონაცემებით, 2019 წელს კურორტზე, დაახლოებით 140 000-მა ტურისტმა დაისვენა. 2020 წლის პირველ სამ თვეში ბაკურიანს 40 000 ადგილობრივი დამსვენებელი ჰყავდა, რაც მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, კურორტისთვის მინიმალური ციფრია.

| Print |