კულტურა
"ამაყი ვარ, რომ ახალციხეს ბარბარე ასახელებს“ - ქრისტინე მენაბდიშვილი
9 წლის ახალციხელი ბარბარე ჭოჭუა ერთ-ერთი ცენტრალური ტელეკომპანიის სატელევიზიო შოუში მონაწილეობს. "პატარების დიდი შოუ" მისი მონაწილეობით ეთერში 11 იანვარს 22:00 საათზე გავა.

ბარბარე ჭოჭუა 3 წლის ასაკიდან ცეკვავს. მისი მშობლები ახალციხეში ქორეოგრაფები არიან. როგორც ბარბარეს დედა ქრისტინე მენაბდიშვილი ამბობს, გოგონამ შოუში მონაწილეობის მიღება თავად გადაწყვიტა, რადგან სურდა მისი ნიჭი მთელს ქვეყანას ენახა.

„მსოფლიომ უნდა ნახოს საქართველოს ნიჭიერი ბავშვები და მე ამაყი ვარ, რომ ახალციხეს ბარბარე ასახელებს“ - ამბობს ბარბარეს დედა ქრიტინე მენაბდიშვილი.

შოუში მონაწილეობისთვის ბარბარე ჭოჭუამ რამდენიმე ეტაპი გაიარა. მასთან სუხიშვილების მოცეკვავემ და მსახიობმა მურო გაგოშიძემ იმუშავა.

ბარბარე შოუში ნომერს სუხიშვილების სტუდიის გოგონებთან ერთად ასრულებს.

| Print |