კულტურა
“მინდა, რომ მსოფლიომ გამიცნოს" - ბარბარე ჭოჭუა
“მინდა, რომ მსოფლიომ გამიცნოს, როგორც საუკეთესო მოკეცვავე“ - აცხადებს 9 წლის ახალციხელი ბარბარე ჭოჭუა, რომელიც ერთ-ერთი სატელევიზიო შოუში მონაწილეობს. პატარა მოცეკვავემ სურვილების ახდენა უკვე დაიწყო. მისი მონაწილეობით "პატარების დიდი შოუ" ეთერში 11 იანვარს 22:00 საათზე გავა.

შოუში მონაწილეობისთვის ბარბარემ რამდენიმე ეტაპი გაიარა. იგი ნომერს სუხიშვილების სტუდიის გოგონებთან ერთად ასრულებს.

პატარა მოცეკვავეს თქმით, უნდა რომ მონაწილეობა ბევრ მსგავს ღონისძიებაში მიიღოს და ცნობილი ადამიანი გახდეს.

ბარბარე ჭოჭუა 3 წლის ასაკიდან ცეკვავს. მისი მშობლები ახალციხეში ქორეოგრაფები არიან.

| Print |