კულტურა
თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა
ცნობილი ქართველ მომღერალსა და მსახიობს, 75 წლის თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. მდგომარეობის გართულების შემდეგ მისი სტაციონარიზაცია გახდა საჭირო.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტის ან მისი ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დაწესებულება ინფორმაციას ვერ გასცემს.

არსებული ინფორმაციით, მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

| Print |