კულტურა
ახალციხეში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აიღეს
ახალციხეში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აიღეს. პარალელურად მიმდინარეობს საახალწლო განათებების ჩამოხსნაც. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.

ნაძვის ხის მონტაჟი და დემონატაჟი მერიის თანამშრომლებმა განახორციელეს. მათვე იზრუნეს ქალაქში საახალწლო მოთულობების მოწყობაზეც. 

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ცენტრალურ სკვერში დამონტაჟდა, 26 დეკემბერს აინთო.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ახალციხის მერიამ 19 130 ლარი დახარჯა.
| Print |