კულტურა
ახალციხის ციხეზე ვიზიტორებისთვის ტარიფები ამოქმედდა
ახალციხის ციხეზე შესვლა ისევ ფასიანი გახდა. ციხის დირექტორის განმარტებით, არსებული ტარიფები 1 იანვრიდან ამოქმედდა. დავით ტაბატაძის თქმით, ციხის დასათვალიერებლად ზრდასრულებს 7 ლარის გადახდა მოუწევთ, სტუდენტებისთვის სამი ლარია, ხოლო მოსწავლეებისთვის - 2 ლარი. ექსკურსიამძღოლის მომსახურება მშობლიურ ენაზე ხუთი ვიზიტორის ჩათვლით - 10 ლარია, ხოლო ხუთ ვიზიტორზე მეტის შემთხვევაში - 20 ლარი. უცხო ენაზე ხუთი ვიზიტორის ჩათვლით - 20 ოცი ლარია, ხოლო ხუთი ვიზიტორის ზევით - 30 ლარი.

''რაბათის ციხე 2021 წლის დასაწყისიდან გადავიდა ჩვეულებრივ რეჟიმზე, ფასები იგივე იგივეა რაც იყო წინა წელს არაფერი არ შეცვლილა, არც გიდის მომსახურება'' - განაცხადა რაბათის დირექტორმა დავით ტაბატაძემ.

შიდა ტურიზმის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის ციხე დამთვალიერებლებსა და ვიზიტორებს 15 ივნისიდან უფასოდ მასპინძლობდა.

ციხეზე შესვლა კვლავაც უფასოა შესაბამისი მოწმობის წარდგენით:

  • ICOM - ის წევრებისათვის;
  • საქართველოს და უცხოეთის მუზეუმის თანამშრომლებისათვის;
  • 6 წლამდე ასაკის და მიუსაფარი ბავშვებისათვის;
  • სოციალურად დაუცველ პირთათვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის;
  • ომის ვეტერანებისათვის.
გამოყენეულია ახალციხის ციხის ფოტო.
| Print |