კულტურა
ქართული კერძის წარმატება იაპონიაში
ქართული კერძი შქმერული, წელს, იაპონიაში მსხვილი სარესტორნო ქსელის Matsuya Foods-ის გამოკითხვაში გამარჯვებული გახდა. შქმერული 8 კერძიდან გამოარჩიეს.

იგი იაპონიაში დიდი მოწონებით სარგებლობს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ იანვარში მისი ნახევარფაბრიკატის წარმოებაც კი დაწყო.

შქმერული გემრიელი რაჭული კერძია. მისი სახელი რაჭის სოფლიდან - შქმერიდან მოდის და მთელ საქართველოში პოპულარულია. მზადდება კეცზე, რძისა და ნივრის დამატებით. განსაკუთრებით გემრიელი გამოდის "შქმერული" თუ მას კეცზე, ნაღვერდალის ქვეშ მოვამზადებთ.

მასალა:
1 ცალი ქათამი, 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1 ჩაის კოვზი ხმელი დაფქული ქინძი, 4-5 დიდი კბილი ნიორი, მარილი, რძე (შესაძლოა, შევცვალოთ არაჟნით ან ნაღებით; ღირს მოსინჯოთ ახალშედედებული არამჟავე მაწვნითაც).

მომზადება: მარილწასმული ახალგაზრდა ქათამი გავჭრათ ოთხ ნაწილად და კარგად დავბრაწოთ. ქათმის ნაწვავ ცხიმს დავუმატოთ ცოტაოდენ წყალში გახსნილი ხმელი სუნელები, დაჭყლეტილი ნივრის კბილები, ცოტა მარილი. წამოვადუღოთ და დავუმატოთ იმდენი რძე, რომ ქათამი დაფაროს. დავაფაროთ ისევ ნაკვერჩხლებიანი ხუფი თუ კეცზე ვწვავთ, ან თავსახური თუ ტაფაზე ვწვავთ, წამოვადუღოთ 2-3 წუთით და "შქმერულიც" მზადაა.
| Print |