კულტურა
ახალციხელი „გრინჩი“ ფერის დაკარგვის ნაცვლად უფრო მწვანდება
მწვანე ლეკვი „გრინჩი“, რომელიც 31 დეკემბერს ახალციხეში, სოფელ ივლიტაში დაიბადა, ნელ-ნელა უფრო მუქი შეფერილობის ხდება. მაშინ როდესაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულ ძაღლებს ფერი გადაუვიდათ, ახალციხელი „გრინჩის“ შემთხვევაში პირიქით მოხდა. 25 დღის შემდეგაც მისი შეფერილობა ისევ მწვანეა.

„ყველა გვეუბნებოდა, რომ „გრინჩი“ ნელ-ნელა ფერს შეიცვლიდა, გათეთრდებოდა და მწვანე აღარ იქნებოდა, მაგრამ ის ახლა 25 დღისაა და როგორც ხედავთ კი არ გათეთრდა, არამედ უფრო და უფრო მწვანდება“, - ამბობს ლეკვის პატრონი ხატია სააკაშვილი.

მსოფლიოში მწვანე ლეკვის დაბადების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ როგორც ლეკვის პატრონები და ვეტერინარები ამბობდნენ, მათ ფერი ნელ-ნელა გადაუვიდა და საბოლოოდ ჩვეულებრივი შეფერილობა მიიღეს. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ლეკვის შეფერილობა დამოკიდებულია, მისი საშვილოსნოში ყოფნისას მწვანე პიგმენტ ბილივერდინთან კონტაქტში შესვლაზე, რაც დაბადების შემდეგ ნელ-ნელა გადადის. საქართველოს ერთადერთი მწვანე ლეკვი კი ამ მოსაზრებას ამსხვრევს და ჯერჯერობით დაბადების დროინდელ ფერს ინარჩუნებს.

| Print |