კულტურა
ახალციხის სამხატვრო სკოლა, გიორგის დასახმარებლად, ნახატების გამოფენა-გაყიდვას იწყებს
22 წლის გიორგი დიასამიძის დასახმარებლად, ახალციხის სამხატვრო სკოლამ დღეს გამოფენა-გაყიდვისთვის ნახატების და ნამუშევრების შეგროვება დაიწყო. დღეს, 7 თებერვალს სამხატვრო სკოლაში, ნამუშევრები ხუთმა მოსწავლემ მიიტანა. გარდა ამისა, პედაგოგ ზურა ინასარიძის განმარტებით, ნაშრომების გამოფენა-გაყიდვისთვის მოსწავლეების გარდა სურვილი რამდენიმე მასწავლებელმაც გამოთქვა.

„თუ ვინმეს გსურთ, რომ თქვენი ნამუშევრებით დაეხმაროთ 22 წლის გიორგის, ხვალ, 8 თებერვალს, 14:00 საათზე კიდევ გავაღებთ სამხატვრო სკოლას“,- ამბობს ზურა ინასარიძე.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეგროვებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ხვალ ცენტრალურ პარკში გაიმართება, საიდანაც შემოსული თანხა სამხატვრო სკოლის სახელით, გიორგის ანგარიშზე გადაირიცხება.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გიორგი დიასამიძეს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 აშშ დოლარია საჭირო.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი
GE86TB7184345061100111

საქართველოს ბანკი GE20BG0000000498605864

ლიბერთი ბანკი GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე

პირადი ნომერი: 05001012601
| Print |