კულტურა
ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.

მისივე ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 24 თებერვალს, ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან იქნება.

მომღერალს 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს ისრაელში გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
| Print |