კულტურა
ივლიტის ჩამონგრეულ ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სწავლობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ჩამონგრეული გუმბათის რეაბილიტაცია სავარაუდოდ, აპრილიდან დაიწყება. მანამდე კი ტაძარი მომლოცველებისთვის დაკეტილია.

სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კულტურული მემკვიდრობის ძეგლის მდგომარეობა, სარეაბილიტაციო სამსახურის ერთ-ერთმა სპეციალისტმა უკვე შეისწავლა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამორტიზებულმა ჭერმა თოვლის მასას ვერ გაუძლო და ჩამოინგრა.

„ეკლესია იყო მოწყობილი, როგორც ბანიანი აქრიტექტურული ნაგებობა. თოვლის დიდი მასისგან ბრტყელმა ზედაპირმა დაზიანება მიიღო. დაზიანება ბოძებს არ აქვთ, რომლებიც ეკლესიის ჭერს ამაგრებდა. კლიმატური პირობების გამო, სახურავის დაშლა ჯერჯერობით შეუძლებელია“, - გვითხრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ.

მისი თქმით, სააგენტოს წარმომადგენლები ივლიტაში 26 თებერვალს ჩავლენ და გადაუდებელი რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას დააიწყებენ. სააგენტოში ვარაუდობენ, რომ სამუშაოები გამოამინდებისთანავე დაიწყება. სახურავის აღდგენას დაახლოებით, რთი თვე დასჭირდება.

ივლიტაში კულტურული მემკვიდრეეობის ძეგლის ჭერი 17 თებერვალს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამ დროს ტაძარში მრევლი არ იმყოფებოდა.

| Print |