კულტურა
შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ახალციხეში მუზეუმი არ გაიხსნა
შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცე ისევ დაკეტილია. მენეჯერის ციური ლაფაჩის განმარტებით, მუზეუმმა მუშაობა, ცენტრალური  გათბობის დაზიანების გამო ვერ განაახლა. 

„საგამოფენო სივრცეში გაფუჭებულია გათბობა, მისი გაკეთება 3 000 ევრო ჯდება. გამოწერილი გვაქვს, როდის ჩამოვა არ ვიცით, - 6 გრადუსია, ამიტომ იქ ახლა არავინ არის, ზუსტად როდის გავიხსნებით ამას ვერ ვიტყვი", - ამბობს მუზეუმის მენეჯერი ციური ლაფაჩი.

მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები კორონავირუსის გავრცელების გამო, ვიზიტორებისთვის 9 დეკემბერს დაიხურა.
| Print |