კულტურა
თოჯინების თეატრში პრემიერაა
დღეს, 4 აპრილს 13:00 საათზე „სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში“ პანდემიის შემდეგ პირველი წარმოდგენა გაიმართა. ახალციხის თოჯინების თეატრმა რეპეტიციები 15 მარტიდან განაახლა და მაყურებელს უკვე ყოველკვირა უმასპინძლებს. 

„სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრის“ საქმის მწარმოებელი თეა გოგოლაძის თქმით, თეატრი აქტიურად იწყებს რეპეტიციებს და მაყურებელს მალე შესთავაზებს ახალ-ახალ სპექტაკლებს.

„დღეს ყველაფერი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება, მაყურებელი კი დარბაზში თითო-თითო ადგილის გამოტოვებით დაჯდება, შესაბამისად 144 ადგილიან დარბაზში მხოლოდ 72 მაყურებელს მივიღებთ“, - აცხადებს თეა გოგოლაძე

თოჯინების თეატრში ვ. ცინიბუკის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი წარმოდგენა „ცისფერი მარგალიტი“ გაიმართება.

ბილეთების ყიდვა მაყურებელს სალაროსთან, სპექტაკლამდე ნახევარი საათით ადრე შეეძლება. ბილეთის ფასი კი 3 ლარია.

| Print |