კულტურა
6-7 აპრილს მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 6 და 7 აპრილს 19:00 საათზე პრემიერა გაიმართება. მსახიობები  იუნჯინ ონილის "წყურვილს" ითამაშებენ. სპექტაკლი ენობრივი ბარიერის გარეშე, ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. 

სპექტაკლი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით მოძრაობის თეატრმა პროექტის "ინტერნაციონალური კულტურა ინტეგრაციისთვის" დადგა.

თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი ამბობს, რომ სპექტალს მაყურებელი რეგულაციების დაცვით დაესწრება. 

„ვიცავთ ყელა იმ რეგულაციას, რომელიც სახელმწიფოს მიერაა შედგენილი. მათ შორის პირბადეს, დისტანციას, სადენზიფექციო ხსნარს. მაყურებელი ერთმანეთთან დისტანციურად დაჯდება და შესაბამისად,   540 ადგილიან დარბაზში დაახლოებით, 200 მაყურებელი იქნება“. 

ბილეთის ფასი ხუთი ლარია, მისი შეძენა მაყურებელს სალაროსთან, დღეიდან შეუძლია. 

მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სეზონი აპრილის დასაწყისში განაახლა. მსახიობებმა პირველ და ორ აპრილს მაყურებელს ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ წარუდგინეს.

| Print |