კულტურა
წყურვილი - მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართა
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ,,წყურვილი“ აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მოძრაობის თეატრმა დადგა. ამერიკელი დრამატურგის იუჯინ ონილის პიესა  ენობრივი ბარიერის გარეშე, ყველა ეროვნების მაყურებლის გასაგებად გაიმართა.

პროექტის ,,ინტერნაციონალური კულტურა ინტეგრაციისთვის“ განხორციელება სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო და სამ ეტაპს მოიცავს. მეორე ეტაპზე მასტერკლასები თეატრის სასცენო ხელოვნაბასა და სოციალური მედიის მენეჯმენტში ჩატარდა, მესამე ეტაპზე კი 12-14 აპრილს ქართულ-ამერიკული მიუზიკლის ,,თამადა მანჰეტენზე“ გასტროლი შედგება. სპექტაკლიც და მიუზიკლიც ამერიკული თეატრის კოლაბორაციის პროექტის ფარგლებში დაიდგა.


| Print |