კულტურა
თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართა
,,სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში“ დღეს პრემიერა გაიმართა. ახალციხის თოჯინების თეატრი მაყურებელს სპექტაკლი „სალამურა“ წარუდგინა, რომელიც არჩილ სულაკაურის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დაიდგა.  

„სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრის“ საქმის მწარმოებელი თეა გოგოლაძის თქმით, თეატრი აქტიურ ცხოვრებას უკვე შეუდგა და მაყურებელს ახალ წარმოდგენებს მეტი სიხშირით შესთავაზებს.

„დღეს ყველაფერი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა, მაყურებელი დარბაზში თითო-თითო ადგილის გამოტოვებით იჯდა, შესაბამისად 144 ადგილიან დარბაზში მხოლოდ 72 მაყურებლის მიღება შეგვიძლია“ - აცხადებს თეა გოგოლაძე.

ბილეთების ყიდვა მაყურებელს სალაროსთან, სპექტაკლამდე ნახევარი საათით ადრე შეუძლია. მაყურებელს ბილეთების დაჯავშნა წინასწარაც შეუძლია მითითებულ ნომერზე - 577627796. ბილეთის ფასი3 ლარია.

შეგახსენებთ, რომ "სსიპ ახალციხის თოჯინების  პროფესიულ სახელმწიფო თეატრმა" რეპეტიციები 15 მარტიდან განაახლა და მაყურებელს უკვე ყოველკვირა მასპინძლობს.

| Print |