Error
კულტურა
ბორჯომში კავალერიის კორპუსი აღდგება

 

ბორჯომში კავალერიის კორპუსი  აღდგება. პარკში მდებარე, 1895 წელს აგებული, განუმეორებელი არქიტექტურული ძეგლის – კავალერიის კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი სარეაბილიტაციო ძეგლთა პროგრამული უზრუნველყოფით განხორციელდება.  რეაბილიტაციის შემდეგ, ბორჯომის პარკის უძველეს არქიტექტურულ შენობაში, თანამედროვედ ადაპტირებული მუზეუმ-გალერეა გაიხსნება.

 

ბორჯომის პარკში წლების განმავლობაში მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი შენობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უსასყიდლოდ გადასცა.

კავალერიის კორპუსი ბორჯომის მხარეთმცოდენეობის მუზეუმის შენობის თანადროულია. ქვის, ფსევდო-გოთურ სტილში ნაგები შენობა, მაღალი ფრონტონებით, მანსარდით, სარდაფით, კოშკებითა და მისი მხატვრულ-არქიტექტურული ფორმებით, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (რომანოვების კანცელარიის) დაცული უმდიდრესი კოლექციის სრულფასოვანი წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას იძლევა. წინასწარი კონცეფციით, სწორედ კავალერიის კორპუსის ახალ მუზეუმში განთავსდება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის ფონდებში დაცული ექსპონატების ნაწილი.  ექსპონატების გამოფენა მუზეუმში, შენობის მცირე მოცულობის  გამო ვერ ხერხდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კავალერიის კორპუსის რეაბილიტაცია 2018 წლამდე დასრულდება.

| Print |