კულტურა
მესხეთის თეატრში კიდევ ერთი პრემიერა გაიმართება
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. მაყურებელთა თხოვნით, მსახიობები ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელს“ განმეორებით ითამაშებენ. 

წარმოდგენა 13 აპრილს 19:00 საათზეა ჩანიშნული. სპექტაკლი იოანე ხუციშვილის რეჟისორობით დაიდგა. 

თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი ამბობს, რომ სპექტალს მაყურებელი რეგულაციების დაცვით დაესწრება. 

„ვიცავთ ყელა იმ რეგულაციას, რომელიც სახელმწიფოს მიერაა შედგენილი. მათ შორის პირბადეს, დისტანციას, სადენზიფექციო ხსნარს. მაყურებელი ერთმანეთთან დისტანციურად დაჯდება და შესაბამისად, 540-ადგილიან დარბაზში დაახლოებით, 200 მაყურებელი იქნება“, - აცხადებს ირაკლი ათუნაშვილი. 

ბილეთის ფასი ხუთი ლარია, მისი შეძენა მაყურებელს სალაროში უკვე შეუძლია. 

შეგახსენებთ, რომ მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სეზონი აპრილის დასაწყისში განაახლა. მსახიობებმა პირველ და ორ აპრილს მაყურებელს ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ წარუდგინეს.

| Print |