კულტურა
საპატიო ახალციხელის შერჩევა დაიწყო
ახალციხის საპატიო მოქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, კანდიდატურების წარდგენა დაიწყო. კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს. ასევე მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.

2020 და 2021 წლის საპატიო მოქალაქეები ივნისში გამოვლინდებიან. წინადადებების წარდგენა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაშია შესააძლებელი. 

კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს: 

ა) კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.


შეგახსენებთ, რომ ახალციხელობის დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის გამოვლენის ტრადიცია, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლიდან აღდგა. მაშინ "საპატიო ახალციხელის" წოდება კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, გიტარისტ თემურ ყვითელაშვილსა და რეჟისორ თემურ ჩხეიძეს მიენიჭათ.

| Print |