კულტურა
ახალციხელობას წელს სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნავენ
ორ დღეში, ახალციხეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული აღინიშნება. 30 ივნისი დიდმოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის დღესასწაულია.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები ახალციხეში დილიდანვე დიწყება. 10:00 - 13:00 დაგეგმილია სადღესასწაულო წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში. ლოცვის შემდეგ ღონისძიებები ახალციხის ციხეზე გაგრძელდება. 

14:00 – 17:00 - ახალციხის სამხატვრო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
14:00 – 17:00 - ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა;
14:00 – 17:00 - ახალგაზრდული საქმიანობის პრეზენტაცია;
14:00 – 16:00 - შეჯიბრი ჭადრაკში, შაშში;
15:00 -16:30 - საჩვენებელი გამოსვლები კარატეში;
16:00 – 16:30 - სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება;
16:30 – 17:00 - ახალციხის მერის სტიპენდიანტთა დაჯილდოება;
17:00 - 18:00 - საპატიო ახალციხელების დაჯილდოება;
18:00 – 19:00 - ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი. 
| Print |