კულტურა
სამცხე-ჯავახეთში ხუთდღიანი ინფოტური 16 ივლისს დასრულდება
სამცხე-ჯავახეთს სოციალურ ქსელში აქტიური პირები სტუმრობენ. ხუთმა „ინფლუენსერმა“ ხუთი დღის განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში იმოგზაურა და სამხრეთ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. ისინი რეგიონის შესახებ მასალებს თავიანთ გვერდზე გაავრცელებენ.

ინფო ტურის ორგანიზატორი სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა. აღმასრულებელი დირექტორის დავით მუმლაძის თქმით, ტურის მიზანი რეგიონის მაქსიმალური პოპულარიზაცია, ასევე კერძო, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობაა.

ხუთი დღის განმავლობაში მოინახულეს ნინოწმინდისა და ახალქალაქის ღირსშესანიშნაობები, ვარძია, სარო. ესტუმრნენ დაცულ ტერიტორიებსაც. ასპინძის სოფელ ჭობარეთში სპეციალურად მათთვის ჩაატარეს ტენილი ყველისა და მესხური ქადის დამზადების მასტერკლასი, რაშიც უცხოელი სტუმრებიც მონაწილეობდნენ.


| Print |