კულტურა
ანსამბლი ,,ერისიონი" ახალციხეში კონცერტს გამართავს
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანსამბლ „ერისიონის“ გენერალურ დირექტორთან ოთარ ბლუაშვილთან და პროექტების მენეჯერთან ვანო ჩხაიძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლი „ერისიონი“ პროექტის „ჩემი საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში კონცერტებს მართავს.
შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად დაგეგმილი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
პროექტის ფარგლებში 31 აგვისტოს, კონცერტი ქალაქ ახალციხეში, „ახალციხის ციხეზე“ გაიმართება. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
გააზიარეთ :