კულტურა
ადამიანები ენთუზიაზმით ამაგრებენ რეგიონში თეატრს - თეა წულუკიანი ახალციხეში კულტურის სფეროს წარმოამდგენლებს შეხვდა
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს, 30 სექტემბერს ახალციხეში იმყოფებოდა. მინისტრმა მუნიციპალიტეტში ვიზიტი მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაასრულა, სადაც წულუკიანი კულტურის სფეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. რაზე ისაუბრეს უცნობია, რადგან შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

შეხვედრიდან გამოსულმა მინისტრმა თქვა, რომ შენობის რეკონსტრუქცია დაიწყება.

„ჩვენ ვიმუშავებთ, რომ წლევანდელი წლიდან შენობის რეკონსტრუქცია მოხდეს. ეს იქნება რამდენიმეწლიანი პროექტი, ამაზე შევთანხმდით. ვისაუბრეთ იმაზე, რომ თეატრებს შორის იყოს მეტნაკლებად, თანაბრად გადანაწილებული ფინანსური რესურსი. ეს უკვე ჩემი, მინისტრის სამუშაოა, რასაც იანვრიდან განვახორციელებ, რადგან კულტურის მინისტრს ჰყავს იმდენივე შვილი, რამდენი თეატრიც არის და ყველა შვილს თანაბრად სჭირდება ყურადღება“.

თეატრში გამართულ შეხვედრამდე თეა წულუკიანმა მოინახულა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, მშენებარე სპორტული კომპლექსი და აუზი, გახსნა რეაბილიტირებული სამხატვრო სკოლა.

| Print |