კულტურა
ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი იწყება
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მეექვსედ უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრალური დასის 15 სპექტაკლი იქნება ნაჩვენები.

ფესტივალი 10 ოქტომბერს, თავისუფალი თეატრის სპექტაკლით „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“ გაიხსნება. წარმოდგენა ყოველ დღე, 19:00 საათზე გაიმართება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

ორი კვირის განმავლობაში, ნაჩვენები იქნება ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, რუსთავის, ფოთის, გორის, ბათუმის სახელმწიფო თეატრების, ახმეტელის, თუმანიშვილის, თბილისის სომხური და მოზარდ მაყურებელთა თეატრების სპექტაკლები.

ფესტივალში მონაწილეობენ მოლდოვის და უკრაინის თეატრალური დასები.

ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მესხეთის ეროვნული თეატრი 25 ოქტომბერს დახურავს სპექტაკლით „სტუმარ-მასპინძელი.
| Print |