კულტურა
10 ოქტომბრიდან ახალციხეში, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება
10 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეროვნული დრამატურგიის მეექვსე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრალური დასის 15 სპექტაკლი იქნება ნაჩვენები. ფესტივალი 10 ოქტომბერს, თავისუფალი თეატრის სპექტაკლით „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“ გაიხსნება. 

სპექტაკლების განრიგი ასე გამოიყურება:

10 ოქტომბერი – თბილისის თავისუფალი თეატრი–ავთანდილ ვარსიმაშვილის ,,სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი". რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი;

11 ოქტომბერი - ქუთაისი ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი – მ. კუკულავას „გადაუღებლად წვიმს 13/06“. რეჟისორი ლ. ბურბუთაშვილი;

12 ოქტომბერი - ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - თ. მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“. რეჟისორი ნ. ჩიკვაიძე;

13 ოქტომბერი - თელავის ვაჟა-ფშაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - ნ. რამიშვილის, გ. ჩაკვეტაძეს „გაჭედილები“ - რეჟისორი გ. ჩაკვეტაძე;

14 ოქტომბერი - თბილისის პ. ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი - ა. ცაგარელის, ქ. ბახუტაშვილის „ძველი ქართული ვოდევილები“. რეჟისორი ვ. გოძიაშვილი, აღდგენა: ა. ბაიანდურიანი, ლ. უზუნიანი;

15 ოქტომბერი - გ. ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი - ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. რეჟისორი ს. ნემსაძე;

16 ოქტომბერი - თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი– დ. ხვთისიაშვილის, ა. მირიანაშვილის „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“. რეჟისორი დ. ხვთისიაშვილი;

18 ოქტომბერი - ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი– ნ. დუმბაძეს „საბრალდებო დასკვნა“. რეჟისორი რ. იოსელიანი;

19 ოქტომბერი - თბილისის ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი– ნ. დუმბაძეს „HELLADOS“. რეჟისორი ი. გოზალოვა;

20 ოქტომბერი - გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ი. გოგებაშვილის „სიყვარული შობს სიყვარულს“. რეჟისორი ე.მაცხონაშვილი;

21 ოქტომბერი - თბილისის მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრი– ნ. სადღობელაშვილის „მწვანე ბარათი“. რეჟისორი გ. სიხარულიძე;

22 ოქტომბერი - მოლდოვის ქ. კაჰულის რესპუბლიკური მუსიკალურ-დრამატული თეატრი - მ. პრეპელითას „ორს პლიუს ერთი და ცხენი“. რეჟისორი გ. მანდრუ;

23 ოქტომბერი - უკრაინის, ქ. ხერსონის ნ. კულიშას სახელობის მუსლიკალურ-დრამატული თეატრი– ნ. მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“. რეჟისორი კ. გოგიძე;

24 ოქტომბერი - ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი– ა. ცაგარელის „ხანუმა“. რეჟისორი ა. ენუქიძე;

25 ოქტომბერი - მესხეთი სახელმწიფო დრამატული თეატრი - ვაჟა-ფშაველას „სტუმარ მასპინძელი“. რეჟისორი ვ. ხუციშვილი.
წარმოდგენა ყოველ დღე, 19:00 საათზე გაიმართება. ბილეთის ფასი 5 ლარია. ფესტივალში მონაწილეობენ მოლდოვის და უკრაინის თეატრალური დასები.
| Print |