კულტურა
„მზიანი საქართველო“ - ახალციხის თოჯინების თეატრში სეზონი პრემიერით გაიხსნა
ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სეზონი საპრემიერო ჩვენებით გაიხსნა. რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის „მზიანი საქართველო“ თოჯინურ-ფოლკლორული სპექტაკლია, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ პატარა ასაკის, არამედ ზრდასრულ მაყურებელზეც.

ხუთი მსახიობი და ორი თოჯინა უტექსტოდ ჰყვება ტრადიციებზე, ქართულ ფოლკლორსა და დაკარგულ ტერიტორიებზე. რეჟისორის თქმით, სპექტაკლი ემსახურება ქართული კულტურის, ფოლკლორის და თოჯინური დარგის პოპულარიზაციას.

სპექტაკლი კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.

ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს სპექტაკლს ყოველ კვირას შესთავაზებს.


| Print |