კულტურა
"გაქცევა" - ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გრძელდება
ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება. დღეს, 16 ოქტომბერს, მაყურებლის წინაშე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი გაიმართება.

გუშინ კი მაყურებლის წინაშე მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი წარსდგა. სპექტაკლი „გაქცევა“ რეჟისორმა კახა გოგიძემ ალდო ნიკოლაის პიესის „რკინის კლასის“ მიხედვით დადაგა. ერთმოქმედებიანი დრამა  2021 წლის თეატრალური სეზონის სპექტაკლია.

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ახმეტელის, თუმანიშვილის, ქუთაისის, ფოთის, გორის, ბათუმის, მოლდოვისა და უკრაინის თეატრალური დასები. ფესტივალი 25 ოქტომბერს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „სტუმარ-მასპინძელით“ დაიხურება.

| Print |