კულტურა
ახალციხემ პურის ფესტივალს უმასპინძლა
დღეს, 23 ოქტომბერს, ახალციხეში პურის ფესტივალი გაიმართა. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დამთვალიერებელს წარუდგინეს ხორბლის მესხური ჯიშები, სხვადასხვა სახეობის პური, ადგილობრივი წარმოების ყველი.

ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფერმერები.

მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.

ფესტივალის მიზანი ტრადიციული და ადგილობრივი პროდუქტების, მათ შორის, ადგილობრივი პურისა და ხორბლის პოპულარიზაცია და რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა იყო.
მსურველებს მესხური ხორბლისგან დამზადებული პურის დაგემოვნება შეეძლოთ.

ღონისძიება ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა.

პურის ფესტივალი ახალციხეში პირველად 2010 წელს ჩატარდა, მეორედ - 2011 წელს, მესამედ კი ათი წლის შემდეგ.


| Print |