კულტურა
ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი მესხეთის თეატრმა დახურა
ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა. დღეს, 25 ოქტომბერს, მაყურებლის წინაშე მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარსდგა სპექტაკლით „სტუმარ-მასპინძელი“.

ფესტივალი 10 ოქტომბერს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში, თეატრალურმა დასებმა მაყურებელს 15 სპექტაკლი წარუდგინეს. ფესტივალში მონაწილეობდნენ ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, რუსთავის, ფოთის, გორის, ბათუმის სახელმწიფო თეატრები, ასევე ახმეტელის, თუმანიშვილის, თბილისის სომხური და მოზარდ მაყურებელთა, მოლდოვის და უკრაინის თეატრალური დასები.

| Print |