კულტურა
რას აკეთებს DMO ტურიზმის განვითარებისთვის - ერთი წლის ანგარიში
„დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ“, ადგილობრივ სამოქალაქო სექტორს, ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის სფეროს და მედიის წარმომადგენლები. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს ორგანიზაციამ განახორციელა USAID-ის და აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტები. შეიმუშავა 12 ტურისტული მარშრუტი. მონაწილეობდა ფესტივალებსა და გამოფენებში. რეგიონში 240 კმ. საფეხმავლო ბილიკიდან, 180 უკვე მარკირებულია. 60 კმ.-ის მონიშვნა კი მომავალი წლის აპრილში დასრულდება.

ხელმძღვანელის დავით მუმლაძის თქმით, მათი მიზანია სამცხეა-ჯავახეთში მეტი ტურისტის შემოყვანა, რეგიონში რამდენიმე დღით დაყოვნება და რეგიონში მეტი თანხის დახარჯვა.

წლიური ანგარიშის წარდგენისას რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლი აჩვენეს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის ბუნებას, კულტურას, გასტრონომიას, ღვინოს, სამთო და ეკოტურიზმს აერთიანებს.


| Print |