კულტურა
სამხატვრო და სამუსიკო სკოლებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს
ახალციხის სამხატვრო სკოლაში წლის ბოლო, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.

მოსწავლეებმა დამთვალიერებლების წინაშე ფერწერის და კერამიკის ნამუშევრები წარადგინეს. ნახატებს შორის საახალწლო თემატიკა სჭარბობდა. ეს სამხატვრო და სამუსიკო სკოლის ერთობლივი ღონისძიება იყო.

გამოფენის პარალელურად, მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა ვოკალური და საფორტეპიანო ნომრები შეასრულეს.


| Print |