კულტურა
ახალციხეში საახალწლო ღონისძიება იმართება
დღეს, 7 იანვარს ახალციხეში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ჯიხურებში საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე იყიდება საკვები, დესერტი და სასმელი.

ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლების მილოცვის შემდეგ, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. იმღერებს ბენდი რეზო და ბავშვები.

ღონისძიება 18:30 საათზე - ფეიერვერკით დასრულდება.
| Print |