კულტურა
მესხეთის თეატრში თეატრალური სეზონი გაიხსნა
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 2022 წლის სეზონი გაიხსნა. თეატრალური სეზონის პირველი სპექტაკლი იყო ,,გამასინჯეთ თქვენი მაჯისცემა", რომელიც დასმა მაყურებელს მცირე სცენაზე წარუდგინა.

სპექტაკლი ო. ჰენრის ნოველების მიხედვით რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა 2021 წლის ზაფხულში დადგა.

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ამბობენ, რომ წარმოდგენა სისტემატურად გაიმართება.

სპექტაკლებზე მწვანე პასპორტის მქონე პირები დაიშვებიან.
| Print |