კულტურა
"გამასინჯეთ თქვენი მაჯისცემა" - მესხეთის თეატრში სეზონი გაიხსნა [VIDEO]
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 2022 წლის სეზონი ერთმოქმედებიანი, სასიყვარულო დრამით გაიხსნა. თეატრალური სეზონის პირველი სპექტაკლი იყო ო. ჰენრის ნოველების მიხედვით, რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის დადგმა “გამასინჯეთ თქვენი მაჯისცემა”, რომლის პრემიერაც 2021 წლის ზაფხულში გაიმართა.

თეტრის ხელმძღვანელის თქმით, იანვარში კიდევ ორი სპექტაკლის ჩვენება გაიმართება. თეატრალური დასი მაყურებლებს წლის განმავლობაში ექვს პრემიერას შესთავაზებს. პირველი სპექტაკლის ჩვენებას მარტში ვარაუდობენ.

სპექტაკლებზე მწვანე პასპორტის მქონე პირები დაიშვებიან.

| Print |