კულტურა
ირაკლი ათუნაშვილი მესხეთის თეატრის დირექტორად დაინიშნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი დანიშნა. უწყების გადაწყვეტილებით, თანამდებობა კვლავ ირაკლი ათუნაშვილმა დაიკავა. სამინისტრომ მას ნდობა ზედიზედ მესამედ გამოუცხადა. იგი დირექტორის პოზიციას ოთხი წლის ვადით შეინარჩუნებს.

დირექტორამდე, კულტურის სამინისტრომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი შეარჩია. ლია სულუაშვილმაც თანამდებობა ოთხი წლის ვადით დაიკავა. შესაბამისი ბრძანება უწყებამ მიმდინარე წლის 3 თებერვალს გამოსცა. 
ასევე ნახეთ: მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლია სულუაშვილი დაინიშნა
| Print |