კულტურა
მესხეთის თეატრის მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი გარდაიცვალა
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი გარდაიცვალა. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსახიობს გულის პრობლემები ჰქონდა.

მსახიობი თეატრში 1967 წლიდან დღემდე მუშაობდა.

ჯერჯერობით უცნობია, სად დაკრძალავენ მსახიობს და გაიმართება თუ არა მისი სამოქალაქო პანაშვიდი მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
| Print |