კულტურა
მესხეთის თეატრი მსახიობ ვაჟა ნიკოლაშვილს ემშვიდობება
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს - მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი გარდაიცვალა. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსახიობს გულის პრობლემები ჰქონდა.

ვაჟა ნიკოლაშვილი 1949 წელს დაიბადა. მსახიობობა 17 წლის ასაკიდან დაიწყო. ის მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1967 წელს ჩამოვიდა და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

მოღვაწეობის 55 წლის განმავლობაში ასობით მთავარი როლი ითამაშა და უამრავი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა. ის არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი.

ვაჟა ნიკოლაშვილს 26 თებერვალს, თბილისში დაკრძალავენ.


| Print |