კულტურა
ახალციხის ციხეზე უკრაინის მხარდასაჭერი დეფილე მოეწყო
ახალციხის ციხეზე ბავშვების მონაწილეობით, მოდების ჩვენება გაიმართა. დეფილე მეგობარი სახელმწიფოს მხარდასაჭერად მოეწო. გოგონებმა ძირითადად, უკრაინის დროშის ფერებში წარმოდგენილი კაბები მოირგეს, ვაჟები კი ტრადიციული ქართული ჩოხა-ახალუხი შეიმოსნენ.

პროექტი სახელწოდებით, "ბავშვები მშვიდობისათვის" ადგილობრივი ნათია ტაბლიაშვილის ორგანიზებით დაიგეგმა და "ანკა დეკორთან" ერთად განხორციელდა. დეფილეში მონაწილეობის მიღება 3-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლოთ.

| Print |