კულტურა
მესხეთის თეატრში გაზაფხულის სეზონი პრემიერით გაიხსნა
მესხეთის დრამატულ თეატრში, გაზაფხულის სეზონზე, პირველი პრემიერა 30-31 მარტს იმართება. მაყურებლის ნაწილმა სპექტაკლი „შულერები“ დღეს უკვე იხილა.

რეჟისორის დავით ჩხარტიშვილის თქმით, ახალი სეზონი ძალიან საინტერესო იქნება. მეორე პრემიერას მაყურებელი აპრილის შუა რიცხვებში ნახავს.

წელს მესხეთის თეატრს კიდევ ერთი ახალგაზრდა მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი შეემატა. მსახიობთა თქმით, პანდემიის შემდეგ გახსნილ თეატრალურ სეზონზე მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება.

| Print |