კულტურა
სად წავიდა ვახტანგ ქორიძე?
თოჯინების თეატრის რეორგანიზაციის შედეგად ახალციხის, თბილისისა და ქუთაისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრები გაერთიანდა და ხელმძღვანელი ნიკა საბაშვილი გახდა.
რაც შეეხება ძველ ხელმძღვანელს ვახტანგ ქორიძეს, მან თბილისში გადაინაცვლა და თოჯინების საამქროს უხელმძღვანელებს, რომელიც სულ მალე გაიხსნება.
„წინა სამხატვრო ხელმძღვანელი ძალიან კარგი სპეციალისტია და რა თქმა უნდა ის დარჩება ჩვენს სფეროში. ის უხელმძღვანელებს თბილისში საამქროს რომელიც სულ მალე გაიხსნება. ჩვენ მას ხელს შევუწყობთ პროფესიულ წინსვლაში “ - აღნიშნა ნიკა საბაშვილმა მეცხრე არხთან საუბრისას.
მან ასევე განაცხადა, რომ ახალციხესთან მიმართებაში დიდი გეგმები აქვთ და სიახლეებს მაყურებელს ეტაპობრივად მიაწვდიან.
გააზიარეთ :