კულტურა
ახალციხეში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი გაიმართა
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის შესარჩევი ტური გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტმა მიიღო.

თეატრის ფოიეში გაიმართა ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს ხალხურმა ანსამბლებმა. მათგან საუკეთესოებს ჟიური შეარჩევს და მეორე ტურში გადავლენ. ისინი ფესტივალის ლაურეატები გახდებიან. დასკვნითი კონცერტი წლის ბოლომდე ჩატარდება.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ ქორეოგრაფიულ, ხალხური სიმღერის, საკრავების, მუნიციპალურ და საოჯახო ანსამბლებს. ინდივიდუალურ შემსრულებლებს, მთქმელებს, ავტორ-მთქმელებსა და შემკრებებს. ასევე ხალხური რეწვის, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ოსტატებს.

ფესტივალი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს - ზეპირსიტყვიერება, ხალხური რეწვა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ხალხური მუსიკა და ქორეოგრაფია.

ეროვნულ ფესტივალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, კულტურის სამინისტროსთან ერთად, ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს.

| Print |