კულტურა
წალკის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი 15 ივნისიდან გაიხსნება
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება.

კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ებრაული კომპანია KASS LAND-ი ახორციელებს. ინვესტიცია კი 120 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი, კანიონში ჩასასვლელი ბილიკები პანორამული ხედებით, გადმოსახედი, პარკინგი, საქანელა, ბაიკ-ლაინი, კოტეჯები და სასტუმრო კომპლექსი.

ცნობისთვის, კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის.
240 მეტრიანი შუშის ხიდი
| Print |