კულტურა
1-ელ ივნისს ახალციხის თოჯინების თეატრი ბავშვებს უმასპინძლებს
1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის თოჯინების თეატრი პატარებს უმასპინძლებს. 13:00 საათზე, თეატრში სპექტაკლი „უცნაური მეგობრობის ჯადოსნური ამბავი“ გაიმართება.

სპექტაკლზე შშმ, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს უფასოდ დასწრება შეეძლებათ.

წარმოდგენა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და თოჯინების თეატრის მხარდაჭერით იმართება.
| Print |